Top.Mail.Ru

ჩვენს შესახებ


  კომპანია, Tat's Flowers-ი, როგორც ჰოლანდიური ყვავილების დისტრიბუტორი საქართველოში, სულ რაღაც ერთი წლისაა, მაგრამ საკმაოდ ძლიერად განვითარდა ბიზნეს ფლორისტიკის ამ კონკურენტული მიმართულებით. ჩვენი ხარისხიანი ყვავილების თუ ორიგინალური და განსხვავებული დიზაინის გამო, ათასობით ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ. ჩვენთან არის განსაკუთრებული სიფერადე ყვავილებში, შესაფუთ მასალებსა თუ სხვადასხვა ფორმის ყუთებში, ასევე კალათების მრავალფეროვანი არჩევანი. გარდა ცოცხალი ყვავილებისა, ჩვენთან ნახავთ უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ ყვავილებს, რომლებიც ძალზე მიახლოვებულია ბუნებრივთან.
   Tat's Flowers-ის მენეჯმენტის ერთ ერთი ძირითადი მიმართულებაა, ასევე ქორწილებისა და სხვადასხვა დღესასწაულების ორგანიზება. ჩვენ გთავაზობთ ულამაზეს საქორწილო დიზაინს, თითოელი წყვილის ხედვისა და გემოვნების შესაბამისად. გარდა ხარისხიანი ყვავილებისა თუ სასურველი და ორიგინალური დიზაინის მიწოდებისა, Tat's Flowers-ი ზრუნავს თითოეულ მომხმარებელზე და ყველა მექორწილე წყვილზე, პროფესიონალური კუთხით ქმნის იმ კომფორტულ და თბილ გარემოს, რომელიც ძალიან ალამაზებს ყველას. სწორედ ამის გამო ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობა არ არის ერთჯერადი და შემდგომში უკვე ეს ურთიერთობა მეგობრობით გრძელდება. ასე, რომ ვისაც ჯერ არ შემოგიღიათ Tat's Flowers-ის კარები, მაგრამ აპირებთ დაბადების დღის, ნათლობის, კორპორატორული საღამოს გამართვას, გვეწვიეთ ჩვენ და ამ ყველაფერში თავად დარწმუნდებით. გვყავს უამრავი მადლობელი და კმაყოფილი წყვილი.