Top.Mail.Ru

მიტანა-მიწოდება



       ჩვენ ვასრულებთ შეკვეთის მიტანა-მიწოდებას ადრესატამდე, მას შემდეგ, რაც დამკვეთი აირჩევს კომპოზიციას, დაამატებს კალათაში და გააფორმებს შეკვეთას. შეკვეთის გაფორმების შემდეგ, ჩვენი კურიერები, ყვალაზე ოპერატიულად და საუკეთესო სურვილებით მოგაწოდებთ თქვენს მიერ არჩეულ პროდუქციას.
      შეკვეთების მიღება-დამუშავება, ხდება 24 საათის განმავლობაში. დღეისათვის შეკვეთის მიტანა-მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისის და მისი შემოგარენის მაშტაბით. 
არსებობს შეკვეთების მიტანა-მიწოდების შემდეგი სისტემები:
  • უფასო სტანდარტული მიტანა მიწოდება - 80 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, შეკვეთის მიტანა-მიწოდება უფასოდ ხორციელდება ადრესატამდე 3 საათის განმავლობაში.
  • ფასიანი სტანდარტული მიტანა-მიწოდება - 80 ლარზე ნაკლები ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, შეკვეთის მიტანა-მიწოდება ფასიანია, შეადგენს 10 ლარს და დამკვეთი შეკვეთას მიიღებს  3 საათის განმავლობაში.
  • აჩქარებული მიტანა მიწოდება - ამ სერვისის ღირებულება შეადგენს 30 ლარს და დამკვეთი შეკვეთას მიიღებს 20 წუთის განმავლობაში. ასეთი სერვისის არჩევის შემთხვევაში დამკვეთი 1 საათით ადრე აფორმებს შეკვეთას ან წინანსწარ ათანხმებს ზუსტ დროს და მიტანის პირობებს ინტერნეტ მაღაზიის ოპერატორთან.
  • მიტანა-მიწოდება დათქმულ დროს (+/- 10 წუთი) - ამ სერვისის ღირებულება შეადგენს 25 ლარს, მისი არჩევის შემთხვევაში დამკვეთი 2 საათით ადრე აფორმებს შეკვეთას ან წინანსწარ ათანხმებს ზუსტ დროს და მიტანის პირობებს ინტერნეტ მაღაზიის ოპერატორთან.
  • თვითმომსახურება -10% ფასდაკლებით - თუ თქვენ შეუკვეთავთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიით, რომელიმე კომპოზიციას და შემდეგ თავადვე გაიტანთ პროდუქციას, გატანის პუნქტიდან (თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა № 6),მიიღებთ შენაძენს 10%-იანი ფასდაკლებით. 
განსაკუთრებული შემთხვევები : 
     იმ შემთხვევაში თუკი ჩვენი კურიერი, დროულად მივიდა ადრესატამდე და ადრესატი, რაღაც მიზეზების გამო არ დახვდა მითითებულ მისამართზე, სხვა მისამართზე შეკვეთის მიტანა უნდა შეთანხმდეს ინტერნეტ მაღაზიის ოპერატორთან და ასეთი გადამისამართება ფასიანია.

  კომპანია, Tat's Flowers-ი, როგორც ჰოლანდიური ყვავილების დისტრიბუტორი საქართველოში, სულ რაღაც ერთი წლისაა, მაგრამ საკმაოდ ძლიერად განვითარდა ბიზნეს ფლორისტიკის ამ კონკურენტული მიმართულებით. ჩვენი ხარისხიანი ყვავილების თუ ორიგინალური და განსხვავებული დიზაინის გამო, ათასობით ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ. ჩვენთან არის განსაკუთრებული სიფერადე ყვავილებში, შესაფუთ მასალებსა თუ სხვადასხვა ფორმის ყუთებში, ასევე კალათების მრავალფეროვანი არჩევანი. გარდა ცოცხალი ყვავილებისა, ჩვენთან ნახავთ უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ ყვავილებს, რომლებიც ძალზე მიახლოვებულია ბუნებრივთან.
   Tat's Flowers-ის მენეჯმენტის ერთ ერთი ძირითადი მიმართულებაა, ასევე ქორწილებისა და სხვადასხვა დღესასწაულების ორგანიზება. ჩვენ გთავაზობთ ულამაზეს საქორწილო დიზაინს, თითოელი წყვილის ხედვისა და გემოვნების შესაბამისად. გარდა ხარისხიანი ყვავილებისა თუ სასურველი და ორიგინალური დიზაინის მიწოდებისა, Tat's Flowers-ი ზრუნავს თითოეულ მომხმარებელზე და ყველა მექორწილე წყვილზე, პროფესიონალური კუთხით ქმნის იმ კომფორტულ და თბილ გარემოს, რომელიც ძალიან ალამაზებს ყველას. სწორედ ამის გამო ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობა არ არის ერთჯერადი და შემდგომში უკვე ეს ურთიერთობა მეგობრობით გრძელდება. ასე, რომ ვისაც ჯერ არ შემოგიღიათ Tat's Flowers-ის კარები, მაგრამ აპირებთ დაბადების დღის, ნათლობის, კორპორატორული საღამოს გამართვას, გვეწვიეთ ჩვენ და ამ ყველაფერში თავად დარწმუნდებით. გვყავს უამრავი მადლობელი და კმაყოფილი წყვილი.